“დიდი ნაპოლის ჩემპიონები” - ნეაპოლელმა ჟურნალისტებმა წიგნი დაწერეს » სპორტის ხაზი

“დიდი ნაპოლის ჩემპიონები” - ნეაპოლელმა ჟურნალისტებმა წიგნი დაწერეს

“დიდი ნაპოლის ჩემპიონები” - ნეაპოლელმა ჟურნალისტებმა წიგნი დაწერეს
12-05-2023, 12:20
Aa Aa
გაზიარება:

“ნაპოლისა” და მისი ქომაგებისათვის წლევანდელ სეზონში მოგებული სკუდეტო განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია, თანაც იმდენად დიდის, რომ ორმა ნეაპოლელმა ჟურნალისტმა, დარიო სარნატარომ და ჯამპაოლო მატერაცომ აღნიშნულ მოვლენაზე წიგნიც კი დაწერეს. მათი ნაშრომი გაყიდვაში უკვე ჩაეშვა.

"დიდი ნაპოლის ჩემპიონები, დაარსებიდან მესამე სკუდეტომდე" - აი, ასეთია წიგნის სათაური, რომლის გარეკანზე დიეგო არმანდო მარადონასთან ერთად ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია არიან გამოსახულნი.

384 გვერდიან ნაშრომში მიმოხილულია ნეაპოლური კლუბისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელები და გამოსახულია მათი პორტრეტები, აგრეთვე გადამწყვეტი შეხვედრებიც. რა თქმა უნდა, დიდი ადგილი აქვს დათმობილი წლევანდელი ჩემპიონობის ამბავს. წიგნის ღირებულება 10 ევრომდე აღწევს.

შეგახსნებთ, რომ “პარტენოპეიმ” წელს იტალიის ჩემპიონობა 33 წლიანი პაუზის შემდგომ, არსებობის ისტორიაში მესამედ იზეიმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი