პრობლემა ფულია - ნაპოლი დაიჩი კამადას ტრანსფერს ვერ განახორციელებს? » სპორტის ხაზი

პრობლემა ფულია - ნაპოლი დაიჩი კამადას ტრანსფერს ვერ განახორციელებს?

პრობლემა ფულია - ნაპოლი დაიჩი კამადას ტრანსფერს ვერ განახორციელებს?
11-05-2023, 18:50
Aa Aa
გაზიარება:

იტალიური გაზეთის, Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ნაპოლი გეგმავს, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ფრანკფურტის აინტრახტის იაპონელი ფეხბურთელი, დაიჩი კამადა დაიმატოს.

როგორც იცით, ნაპოლი და აინტრახტი ერთმანეთს მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში შეხვდნენ, სადაც აურელიო დე ლაურენტისმა კამადას შეძენას მწვანე შუქი ბოლომდე აუნთო.

მიუხედავად ამისა, თავად იაპონელი ფეხბურთელი წლიურ ხელფასად 4.5 მილიონ ევროს ითხოვს, ნაპოლი კი მზადაა, რომ მისთვის წლიურად მხოლოდ 3.5 მილიონი ევრო გაიღოს.

დაიჩი კამადა ამ მომენტისთვის სატრანსფერო ბაზარზე 30 მილიონ ევროდაა შეფასებული, რომლის გადახდის ფუფუნებაც ნაპოლის აქვს, თუმცა რამდენად დასთანხმდება დე ლაურენტისი კამადას მოთხოვნებს, ეს უკვე ცალკე საკითხია.

ცნობისთვის, კამადამ აინტრახტის მაისურით ამ სეზონში სულ 43-ჯერ ითამაშა, აქედან კი 14 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი მიითვალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი