“ნაპოლიმ ეს ორი ფეხბურთელი უნდა შეინარჩუნოს” - ვის მოიაზრებს კასანო წარმატების გასაღებად » სპორტის ხაზი

“ნაპოლიმ ეს ორი ფეხბურთელი უნდა შეინარჩუნოს” - ვის მოიაზრებს კასანო წარმატების გასაღებად

“ნაპოლიმ ეს ორი ფეხბურთელი უნდა შეინარჩუნოს” - ვის მოიაზრებს კასანო წარმატების გასაღებად
11-05-2023, 13:35
Aa Aa
გაზიარება:

ყოფილმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ საკუთარი ინსტაგრამის ლაივში “ნაპოლიზე” ისაუბრა და განაცხადა, რომ კლუბმა მომავალ სეზონში წარმატების მისაღწევად ეს ორი ფეხბურთელი უნდა შეინარჩუნოს:

“იტალიის ჩემპიონატის კიდევ ერთხელ მოგების ერთადერთი გზა ვიქტორ ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას შენარჩუნება. ამავდროულად რამდენიმე პოზიცია აუცილებლად უნდა გაძლიერდეს ახალი სახეებით.

თუ დე ლაურენტისი მნიშვნელოვან მოთამაშეებს ანაზღაურებას არ გაუზრდის, ისინი სხვა გუნდებში წავლენ. მათი ალტერნატივების მოძიება კი ნამდვილად რთული და სარისკო იქნება.”

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში “ნაპოლი” უკვე ოფიციალურადაა იტალიის ჩემპიონი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.