"მას შევინარჩუნებდი, რადგან უფრო მეტის გაკეთება შეუძლია" - ფერარა კვარაზე » სპორტის ხაზი

"მას შევინარჩუნებდი, რადგან უფრო მეტის გაკეთება შეუძლია" - ფერარა კვარაზე

"მას შევინარჩუნებდი, რადგან უფრო მეტის გაკეთება შეუძლია" - ფერარა კვარაზე
10-05-2023, 19:50
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლისა და ტურინის იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა, ჩირო ფერარამ მედიასთან კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გააკეთა.

როგორც ფერარამ აღნიშნა, კლუბმა ქართველი ვინგერი აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს, რადგან მას კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეუძლია:

"500 მილიონი როგორც კვარასთვის, ისე ვიქტორისთვის? - ამ თანხის სანაცვლოდ ორივეს თავადვე წავიყვანდი, თუმცე ეს ხუმრობით.. რეალურად, დე ლაურენტისმა კვარაცხელია უნდა შეინარჩუნოს, რადგან მას შეუძლია, რომ მომდევნო სეზონიდან კიდევ უფრო დახვეწილი და პროდუქტიული გახდეს."

"ვფიქრობ, რომ შეუცვლელი ფეხბურთელები არ არსებობენ, ეს გადაჭარბებული მგონია, თუმცა ნაპოლიმ ხვიჩა აუცილებლად უნდა დაიტოვოს."

"მომავალ წლებში ოქროს ბურთის სამეული? - ცხადია, ხვიჩას შეუძლია, რომ მოწინავეთა შორის მოხვდეს, თუმცა ამისთვის მისმა კლუბმა წარმატებას საერთაშორისო დონეზეც უნდა მიაღწიოს."
- თქვა ფერარამ

შეგახსენებთ, რომ ჩირო ფერარას ნაპოლისთან ერთად სკუდეტო ორჯერ აქვს მოგებული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.