"კვარაცხელიას ლიგა 2-ში ტყუპისცალი ჰყავს" - ნეაპოლური მედია » სპორტის ხაზი

"კვარაცხელიას ლიგა 2-ში ტყუპისცალი ჰყავს" - ნეაპოლური მედია

"კვარაცხელიას ლიგა 2-ში ტყუპისცალი ჰყავს" - ნეაპოლური მედია
10-05-2023, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ში ფანტასტიკურ სეზონს ატარებს, რაც შეუმჩნეველი კვარაცხელიასგან გაგიჟებულ იტალიურ მედიაში არ დარჩენილა.

მაგალითისთვის, ნეაპოლური ვებგვერდი, კერძოდ UCN წერს, რომ მეცის ქართველი ფორვარდი ხვიჩა კვარაცხელიას ნამდვილი ტყუპისცალია, რომელსაც მომდევნო სეზონიდან თამაში უდინეზეში შეუძლია:

"რამდენიმე წლის წინ, ქართველების საფეხბურთო მონაცემების შესახებ არავინ არაფერი იცოდა, თუმცა ახლა ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა, რაც ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურებაა. საქართველო არის ქვეყანა, საიდანაც არაერთი ტალანტი მოდის, კვარაცხელია კი ერთადერთი ნამდვილად არაა, ვინც ჩვენს გაოცებას იწვევს."

"ხვიჩას საფრანგეთის ლიგა 2-ში ტყუპისცალი ჰყავს, რომელსაც გიორგი მიქაუტაძე ჰქვია და რომელსაც 22 გოლით ბომბარდირთა დავის პირველი ადგილი უჭირავს. ის თანამედროვე ფეხბურთის მრავალპროფილური თავდამსხმელია, რომელსაც კარგად თამაში შეუძლია როგორც ცენტრში, ისე ფლანგებზე. გიორგი მიქაუტაძე არც ისე მაღალია, თუმცა თავითაც შესანიშნავად ირჯება, მისი უმთავრესი ძალა კი ძლიერ მარჯვენა ფეხშია, რომლითაც მეკარეების დამწუხრება შესანიშნავად გამოსდის."
- წერს ვებგვერდი

ცნობისთვის, მეცი ლიგა 2-ში მესამე ადგილს იკავებს და ზურიკო დავითაშვილის ბორდოს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი