“მანჩესტერი” კიმისთვის იმაზე მეტს იხდის, ვიდრე “ნაპოლი” ითხოვს » სპორტის ხაზი

“მანჩესტერი” კიმისთვის იმაზე მეტს იხდის, ვიდრე “ნაპოლი” ითხოვს

“მანჩესტერი” კიმისთვის იმაზე მეტს იხდის, ვიდრე “ნაპოლი” ითხოვს
10-05-2023, 12:10
Aa Aa
გაზიარება:

როგორც მოგეხსენებათ, “ნაპოლის” ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელის, კიმ მინ ჯეს შეძენით “მანჩესტერ იუნაიტედია” დაინტერესებული. სამხრეთ კორეელი მოთამაშის კონტრაქტში ჩადებული პუნქტის თანახმად, 1-15 ივლისის შუალედში გუნდი, რომელიც 50-60 მილიონ ევროიან შეთავაზებას გაამზადებს, “ნაპოლის” არ ექნება ამ კლუბისთვის უარის თქმის უფლება.

Corriere dello Sport-ის თქმით, “წითელი ეშმაკები” მცველის შესაძენად იმაზე მეტის გადახდას აპირებენ, ვიდრე კონტრაქტშია გათვალისწინებული. ეს თანხა დაახლოებით 70 მილიონ ევრომდე ადის. ყოველივე აღნიშნულის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ მათთვის კიმის შეძენა პრიორიტეტულია და მსგავსი მიდგომა ფეხბურთელის გადაბირებაში შესაძლოა გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს.

26 წლის მცველი “ნაპოლიმ” მიმდინარე სეზონის დაწყებამდე დაიმატა. კიმმა მოლოდინები აშკარად გაამართლა და გადააჭარბა კიდეც. იგი იტალიური კლუბის საკვანძო მოთამაშეა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი