ცნობილია, რომელ გუნდებს სურთ სპალეტის გადაბირება » სპორტის ხაზი

ცნობილია, რომელ გუნდებს სურთ სპალეტის გადაბირება

ცნობილია, რომელ გუნდებს სურთ სპალეტის გადაბირება
10-05-2023, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ლუჩიანო სპალეტისა და “ნაპოლის” საერთო მომავალი ბუნდოვანია. იტალიელი სპეციალისტის მთავარი მოთხოვნა დე ლაურენტისისადმი არის ის, რომ გუნდის საკვანძო მოთამაშეები არსად წავიდნენ და აგრეთვე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში “პარტენოპეიმ” ახალი სახეებიც დაიმატოს.

Sky Sports-ის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ სპალეტი "ნაპოლის" დატოვებს, ყველაზე დიდი შანსი ლუჩიანოს საკუთარ გუნდში დანიშვნისა "ტოტენჰემს" ექნება. მისით ასევე მეორე ლონდონური კლუბი “ჩელსიცაა” დაინტერესებული.

აქვე გეტყვით, რომ სპალეტი "პარტენოპეის" 2021 წლიდან უძღვება და მიმდინარე სეზონში გუნდს ნანატრი სკუდეტოს მოპოვებაში დაეხმარა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი