დღეს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარ-ფინალური ეტაპის პირველ მატჩში რეალ მადრიდი სანტიაგო ბერნაბეუზე მანჩესტერ სიტის უმასპნიძლებს.
მატჩამდე ცოტა ხნით ადრე, ჟურნალისტებთან საუბრისას სამეფო კლუბის ხორვატმა ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა მოახლოებულ შეხვედრაზე მცირე კომენტარი გააკეთა:
"ისევე როგორც სხვა სეზონებში, ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან რთული მატჩი გველის - ამჯერად მეტოქე საოცარ ფორმაში მყოფი სიტია.
ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ფინალში გასვლის შანსები 50/50-ზე იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ფინალურ ეტაპზე რეალ მადრიდი გავიდეს", - განაცხადა მოდრიჩმა.
ცნობისთვის, ხსენებული შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.