"ნაპოლის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯუზეპე ბრუსკოლოტიმ "რომასა" და "ნაპოლის" შორის მოახლოებულ შეხვედრაზე მედიასთან ისაუბრა და განაცხადა.
"მოურინიო კარგად ახერხებს გუნდში კარგი სიტუაციის შექმნასა და დაძაბულობის განმუხტვას. იმედი ვიქონიოთ, რომ ის კარების წინ კვლავ ავტობუსს არ ჩააყენებს.
ნაპოლი მოიპოვებს სკუდეტოს? - შედეგები ყველაფერზე მეტყველებს. გუნდი უკვე ძალიან მაღალ დონეზეა და ატმოსფერო იდეალურია.
კვარაცხელია? ძალიან მაგარი საფეხბურთო მანერები აქვს. დღეს მცველებს მისი სტილის ფეხბურთელებთან თამაში ძალიან უჭირთ. დღეს თანამედროვე ფეხბურთში სწორედ ეს ფასობს." - ამბობს იტალიელი.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება კვირას, თბილისის დროი 22:45 საათზე არის ჩანიშნული.