"სპალეტი ნაპოლიდან წავა, რასაც ეს ფაქტორი ამწვავებს" - Corriere dello Sport » სპორტის ხაზი

"სპალეტი ნაპოლიდან წავა, რასაც ეს ფაქტორი ამწვავებს" - Corriere dello Sport

"სპალეტი ნაპოლიდან წავა, რასაც ეს ფაქტორი ამწვავებს" - Corriere dello Sport
9-05-2023, 19:30
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ლუჩანო სპალეტი ნაპოლის დატოვებას მომდევნო სეზონიდან აპირებს.

სწორედ ამის შესახებ გამოაქვეყნა მორიგი სტატია Corriere dello Sport-მა, რომელმაც ის კონკრეტული მიზეზი გაგვიმხილა, რამაც სპალეტის ნაპოლიდან წასვლის პროცესი კიდევ უფრო გაამწვავა:

"ლუჩანოსთვის პრიორიტეტი ფული და გაზრდილი ხელფასი სრულებით არ არის. მისთვის მთავარი ისაა, რომ დე ლაურენტისმა ზაფხულში რამდენიმე ხელჩასაჭიდი ტრანსფერი განახორციოლოს, რაც კრისტიანო ჯუნტოლის დაკარგვით კიდევ უფრო რთული გახდება." - წერს გამოცემა

აღსანიშნავია, რომ ნაპოლის სპორტული დირექტორი (რომელმაც კვარა, კიმი და სხვები აღმოაჩინა) იუვენტუსში გადაბარგებასთან ძალიან ახლოს არის, რაც სპალეტის განაწყენებასა და გუნდიდან წასვლას კიდევ უფრო უწყობს ხელს.

ცნობისთვის, ტოსკანელი სპეციალისტი გეგმავს, რომ ნაპოლის პრეზიდენტს უახლოეს დღეებში შეხვდეს და ყველაფერი დაწვრილებით გაარკვიოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი