“ნაპოლი” ოსიმენისთვის ახალ კონტრაქტს ამზადებს » სპორტის ხაზი

“ნაპოლი” ოსიმენისთვის ახალ კონტრაქტს ამზადებს

“ნაპოლი” ოსიმენისთვის ახალ კონტრაქტს ამზადებს
9-05-2023, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც Radio Kiss Kiss Napoli გვატყობინებს, “ნაპოლის” პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი ვიქტორ ოსიმენთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებას აპირებს. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გუნდის ლიდერების შენარჩუნება მისი მთავარი მიზანია.

ნიგერიელი შემტევით “მანჩესტერ იუნაიტედი” და მიუნხენის “ბაიერნი” არიან დაინტრესებულები, მაგრამ როგორც დე ლაურენტისმა აღნიშნა, ერთადერთი მოთამაშე, ვინც შეიძლება გუნდიდან წავიდეს, ეს სამხრეთ კორეელი კიმ მინ ჯეა. ოსიმენი “ნაპოლის” “ლილიდან” 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. დე ლაურენტისმა კი მის სატრანსფერო თანხად 150 მილიონი ევრო დააწესა.

რაც შეეხება ხვიჩას კონტრაქტს, Corriere dello Sport-ის ცნობით, “პარტენოპეი” ქართველთან შეთანხმებას სეზონის ბოლოს გაახანგრძლივებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი