დე ლაურენტისი ჯუნტოლის შემცვლელს ეძებს » სპორტის ხაზი

დე ლაურენტისი ჯუნტოლის შემცვლელს ეძებს

დე ლაურენტისი ჯუნტოლის შემცვლელს ეძებს
9-05-2023, 13:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც გამოცემა Republica იტყობინება, “ნაპოლის” პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი აპირებს, რომ გუნდიდან კრისტიან ჯუნტოლის ტურინის “იუვენტუსში” გადაბარგებას ხელი არ შეუშალოს. ეს უკანასკნელი თითქმის უკვე გადაწყვეტილია.

ბუნებრივია, რომ “პარტენოპეის” ახალი სპორტული დირექტორი ესაჭიროება. აურელიო დე ლაურენტისი ჯუნტოლის შემცვლელად 40 წლის პოერო აკარდის მოიაზრებს. იგი ამჟამად “ემპოლიში” ზუსტად ანალოგიურ მოვალეობებს ასრულებს. აკარდი წარსულში ფეხბურთელიც გახლდათ. იგი მცველის პოზიციაზე თამაშობდა “პალერმოს,” “სამპდორიასა” და “ბრეშას” მაისურით.

რაც შეეხება ჯუნტოლის, იგი ნეაპოლურ კლუბში 2015 წლიდან მუშაობდა და არაერთი კარგ ტრანსფერში აქვს წვლილი, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიას იტალიურ გუნდში გადმოსვლაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი