"შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს და პასუხის გაცემა მინდება, მაგრამ...", - ტალახაძე სკანდალებზე » სპორტის ხაზი

"შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს და პასუხის გაცემა მინდება, მაგრამ...", - ტალახაძე სკანდალებზე

"შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს და პასუხის გაცემა მინდება, მაგრამ...", - ტალახაძე სკანდალებზე
8-05-2023, 19:13
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანმა, ლაშა მ თავის სკანდალებზე ისაუბრა, მათ შორის − პოლიტიკურზეც.

მოგეხსენებათ, რომ ლაშა ძალიან ბევრჯერ გააკრიტიკეს, გაგლანძღათ კიდეც, მაგრამ ის ხალხის სიყვარულს მაინც არ კარგავს.

"როცა ადამიანი წარმატებას აღწევს და საჯარო პირია, ალბათ უნდა შეეგუოს, რომ ასე მოხდება. ადრეც გავილანძღე ვაქცინის გაკეთების გამო − წყალი გაიკეთაო, წერდნენ. გულწრფელად, ძალიან განვიცდი და გულთან მიმაქვს.

მინდა ყველას ვუყვარდე, ალბათ ასე არ გამოსდის არავის. შეურაცხყოფილად ვგრძნობ ხოლმე თავს. იყო მომენტები, როცა მინდოდა მეპასუხა, მაგრამ მახსენდება, რომ ძალიან, ძალიან ბევრს ვუყვარვარ და მართლაც მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის
", - აცხადებს ლაშა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.