"ეს ჩვენთვის აუხსნელი, უნიკალური ემოციაა" - ლუჩანო სპალეტი » სპორტის ხაზი

"ეს ჩვენთვის აუხსნელი, უნიკალური ემოციაა" - ლუჩანო სპალეტი

"ეს ჩვენთვის აუხსნელი, უნიკალური ემოციაა" - ლუჩანო სპალეტი
8-05-2023, 20:00
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლიმ ფიორენტინა სერია A-ში 1:0 ოსიმენის გოლით დაამარცხა, რის შემდეგაც ლუჩანო სპალეტი ჟურნალისტებთან რამდენიმე სიტყვის სათქმელად შეჩერდა, გთავაზობთ მას:

"თქვენთვის ბევრჯერ მითქვამს და ამას კიდევ ერთხელ გავაკეთებ, - როგორც დღევანდელი მოგება, ისე იტალიის ჩემპიონობა ჩვენი გულშემატკივრების გამო ღირდა, რომლებიც ჩვენს მხარდაჭერას არასდროს წყვეტენ. რთულია სიტყვებით გადმოსცე ის სიყვარული, რომელსაც მათგან მუდმივად ვიღებთ. ისინი ამ ქალაქზე, მის ფერებზე გიჟდებიან, მათი დამოკიდებულება კი ჩვენთვისაც გადამდებია."

"ალბათ, ყველამ ნახეთ თუ რამდენი ქომაგი შეიკრიბა მარადონას სახელობის სტადიონის გარშემო. მე სწორედ ამას ვგულისხმობდი, ისინი ძალიან ბევრნი არიან და თითოეულ მათგანში დიდი სიყვარულია. ჩემპიონობიდან მათთან უშუალო ინტერაქცია გვაქვს და ვგრძნობთ, თუ რამხელა სითბოსა და სიყვარულს იჩენენ ჩვენ მიმართ."
- თქვა სპალეტიმ

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი იტალიის ჩემპიონატში თავის მომდევნო შეხვედრას 14 მაისს გამართავს, მეტოქე კი მონცა იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.