"ხვიჩა კაკას ჰგავს, მათ უნიკალური გავლენა იქონიეს ჩემზე" - ანტონიო კასანო » სპორტის ხაზი

"ხვიჩა კაკას ჰგავს, მათ უნიკალური გავლენა იქონიეს ჩემზე" - ანტონიო კასანო

"ხვიჩა კაკას ჰგავს, მათ უნიკალური გავლენა იქონიეს ჩემზე" - ანტონიო კასანო
8-05-2023, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა ანტონიო კასანომ, რომელმაც Bobo TV-ის ეთერში ქართველი და ბრაზილიელი ერთმანეთს საინტერესო დეტალით დაუკავშირა:

"იცით ხვიჩა რატომ ჰგავს კაკას? - როდესაც რიკარდო მილანში სათამაშოდ ჩამოვიდა, მას შემდეგ ლიგაზე (ჩემზეც) ასეთი გავლენა არავის არ ჰქონია. ალბათ, გამონაკლისი რონალდოს ტრანსფერია, თუმცა ის მანამდე ბარსელონაში თამაშობდა და მის შესახებ ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა. ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ზე ისეთივე დამანგრეველი ეფექტი ჰქონდა, როგორც ეს კაკას შემთხვევაში ვიხილეთ."

"კვარაცხელია საქართველოდან ჩამოვიდა, მას მაღალ დონეზე ნათამაშები არ ჰქონდა, თუმცა პირველივე სეზონში საოცარი სტატისტიკა აჩვენა. ის მთელი სეზონის განმავლობაში სტაბილურად კარგი იყო, რამაც სკუდეტოს მოგებაში უდიდესი როლი ითამაშა."
- თქვა კასანომ

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ნაპოლის მაისურით ამ დრომდე 39 შეხვედრა გამართა, 14 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი მიითვალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი