“ეს უდიდესი გამარჯვებაა ჩემს კარიერაში” - გიორგი სარდალაშვილი » სპორტის ხაზი

“ეს უდიდესი გამარჯვებაა ჩემს კარიერაში” - გიორგი სარდალაშვილი

“ეს უდიდესი გამარჯვებაა ჩემს კარიერაში” - გიორგი სარდალაშვილი
8-05-2023, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ გუშინ კატარის დედაქალაქ დოჰაში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. პირველ საბრძოლო დღეს საქმეში საქართველოს მხრიდან გიორგი სარდალაშვილი ჩაერთო. მან 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ძიუდოისტისათვის ეს პირველი გამოსვლა იყო მსოფლიოს ჩემპიონატზე.

სარდალაშვილმა წარმატებული ასპარეზობის შემდგომ პირველი კომენტარი დააფიქსირა:

“უდიდესი გამარჯვება ჩემს კარიერაში! ბედნიერი ვარ იმით რაც შევძელი და მადლიერი ღმერთის, რომ მომცა ნიჭი ჩემი საქმით ჩემს ძვირფას ადამიანებს დიდი სიხარული მივანიჭო. მიყვარხართ!” – წერს გიორგი პირად ინსტაგრამ გვერდზე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი