ხვიჩა და დიეგო ერთად - როგორია ნაპოლის სკუდეტოს მომგებთა საუკეთესო XI? » სპორტის ხაზი

ხვიჩა და დიეგო ერთად - როგორია ნაპოლის სკუდეტოს მომგებთა საუკეთესო XI?

ხვიჩა და დიეგო ერთად - როგორია ნაპოლის სკუდეტოს მომგებთა საუკეთესო XI?
7-05-2023, 21:40
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ნაპოლის უდინეზესთან მოპოვებული ქულა მათ გასაჩემპიონებლად სრულებით საკმარისი აღმოჩნდა.

ამის შემდეგ Footballitalia-მ თავის ვებგვერდზე საინტერესო სტატია გამოაქვეყნა და ნაპოლის სკუდეტოს მომგებთა სიმბოლური XI შემოგვთავაზა.

მათი შედგენილი თერთმეტეული კლაუდიო გარელათი იწყება, რომელიც კარს იცავს. შემდეგ მოდის სამი მცველი, ესენია კიმ მინ-ჯე, ალესანდრო რენცი და ჩირო ფერარა.

სიმბოლურის ნახევარდაცვაში საინტერესო დეტალია ის, რომ დიეგო მარადონა და კვარაცხელია ერთად თამაშობენ, მათ გვერდით კი ფერნანდო დე ნაპოლი, სტანისლავ ლობოტკა და ჯანფრანკო ძოლა არიან.

რაც შეეხება შეტევას, აქ ორ ფეხბურთელს ვხვდებით, ვიქტორ ოსიმენსა და ანტონიო კარეკას.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.