"ხვიჩა ფიორენტინასთან თადარიგში იქნება" - Sky Sport კვარაცხელიაზე წერს » სპორტის ხაზი

"ხვიჩა ფიორენტინასთან თადარიგში იქნება" - Sky Sport კვარაცხელიაზე წერს

"ხვიჩა ფიორენტინასთან თადარიგში იქნება" - Sky Sport კვარაცხელიაზე წერს
7-05-2023, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ჩემპიონატის 35-ე ტურის შეხვედრაში ჩემპიონი ნაპოლი ვინჩენცო იტალიანოს ფიორენტინას უმასპინძლებს, მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

ამავე მატჩის შესახებ სავარაუდო XI-ს აქვეყნებს Sky Sport, რომლის თანახმადაც ლუჩანო სპალეტი დღეს ხვიჩა კვარაცხელიას დაასვენებს.

ამავე წყაროს ინფორმაციით, ქართველ ფეხბურთელს ჯაკომო რასპადორი ჩაანაცვლებს, კვარას კი სათამაშო დრო მეორე ნახევარში მიეცემა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ნაპოლის მაისურით სერია A-ში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი მიითვალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.