გუშინ, ჩვენი დროით 00:00 საათზე ლა კარტუხაზე გაიმართა 2022/2023 წლების კოპა დელ რეის ფინალი, რომელშიც ერთმანეთს მადრიდის რეალი და პამპლონას ოსასუნა დაუპირისპირდნენ.
აღნიშნული მატჩის პირველი ნახევარში ერთადერთი გოლი გავიდა (2წთ), რომლის ავტორიც ბრაზილიელი როდრიგო გახდა. შეხვედრის მეორე ტაიმში არასატეს გუნდმა ანგარიში ტოროს გოლით გაათანაბრა (58წთ), ტრიუმფის მომტანი გოლი კი კვლავ როდრიგომ გაიტანა (70წთ).
ცნობისთვის, რეალის ისტორიაში ეს მე-20 კოპა დელ რეის თასი გახლავთ, ოსასუნას კი მისი მოგება ისტორიაში პირველად შეეძლო.