ACB ლიგის 31-ე ტურში “ლენოვო ტენერიფე” სტუმრად “ჟირონას” დაუპირისპირდა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ანგარიშით 88:72. წინა ტურში მარცხის შემდგომ “ტენერიფე” მეხუთე პოზიციას იკავებდა, თუმცა ახლა ცხრილში ისევ მეოთხეა.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრების ცენტრის, გიორგი შერმადინის თამაშს - მან მოედანზე გატარებული მცირე დროის მიუხედავად (23:12წთ), მოახერხა და აღნიშნული შეხვედრის MVP გახდა. შერმადინმა 16 ქულა, 8 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
შემდეგი შეხვედრა “ტენერიფეს” საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ეგიდით აქვს გასამართი. ისინი იერუსალიმის “აპოელს” 12 მაისს დაუპირისპირდებიან.