"ჩემი საუკეთესო გოლი სკუდეტოს მომტანი იქნება" - ნახეთ როგორ იწინასწარმეტყველა მოვლენები ოსიმენმა » სპორტის ხაზი

"ჩემი საუკეთესო გოლი სკუდეტოს მომტანი იქნება" - ნახეთ როგორ იწინასწარმეტყველა მოვლენები ოსიმენმა

"ჩემი საუკეთესო გოლი სკუდეტოს მომტანი იქნება" - ნახეთ როგორ იწინასწარმეტყველა მოვლენები ოსიმენმა
6-05-2023, 22:30
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლიმ იტალიის ჩემპიონატი 33 წლის შემდეგ პირველად მოიგო, რამაც ქალაქ ნეაპოლის სრული აღფრთოვანება და წყობილებიდან გამოყვანა გამოიწვია.

ნაპოლის ჩემპიონობისა და ვიქტორ ოსიმენის საოცარი წინასწარმეტყველების უნარის შესახებ დაწერა Spazionapoli-მ, რომელმაც ნიგერიელი ფეხბურთელის სიტყვები გაიხსენა:

"რომელი იქნება ჩემი საუკეთესო გოლი ნაპოლიში? - ის, რომელიც სკუდეტოს გაგვიფორმებს, ამაზე ვოცნებობ. გამარჯვების გოლის გატანაზე მას შემდეგ ვფიქრობ, რაც ნაპოლიში გადმოვედი და ვერც კი წარმოვიდგენ იმ სურათს, რომელიც ჩემპიონობის შემდეგ ნეაპოლში იქნება წარმოდგენილი. წინ კიდევ დიდი გზაა, ჩვენ შრომა და მატჩების მოგება უნდა გავაგრძელოთ." - ამბობდა ოსიმენი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ.

როგორი სიმბოლურია, რომ უდინეზესთან გამათანაბრებელი, ხოლო სკუდეტოს მომგები გოლი მართლაც ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა, ფეხბურთელმა, რომელსაც ამის სურვილი გულის სიღრმეში ყველაზე მეტად ჰქონდა..


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.