გოლი 40 სხვადასხვა კლუბის წინააღმდეგ - მესის მორიგი რეკორდი » სპორტის ხაზი

გოლი 40 სხვადასხვა კლუბის წინააღმდეგ - მესის მორიგი რეკორდი

გოლი 40 სხვადასხვა კლუბის წინააღმდეგ - მესის მორიგი რეკორდი
6-10-2022, 02:50
Aa Aa
გაზიარება:

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის მატჩში ლეო მესის "პსჟ" გასვლაზე "ბენფიკას" დაუპირისპირდა.

მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. პარიზელთა მხრიდან კი ერთადერთი გოლის გატანა არგენტინელმა შემტევმა მოახერხა. 35 წლის ლეომ "ბენფიკას" კარი ულამაზესი დარტყმით აიღო.

პორტუგალიური კლუბი გახდა მე-40 გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე, რომლის კარიც ლეო მესიმ აიღო.

აღნიშნული მაჩვენებლით პარიზელთა შემტევი საუკეთესო გახლავთ, მეორე ადგილს 38 სხვადასხვა გუნდის წინააღდეგ გატანილი გოლით კრიშტიანუ რონალდუ გახლავთ.

შეგახსენებთ, მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე მესის ანგარიშზე 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი