სრული სიგიჟე - უდინეზეს სტადიონიდან წამოღებული ბალახი eBay-ზე იყიდება » სპორტის ხაზი

სრული სიგიჟე - უდინეზეს სტადიონიდან წამოღებული ბალახი eBay-ზე იყიდება

სრული სიგიჟე - უდინეზეს სტადიონიდან წამოღებული ბალახი eBay-ზე იყიდება
6-05-2023, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ნაპოლიმ იტალიის ჩემპიონობა სტუმრად, კერძოდ უდინეზეს სტადიონზე მოპოვებული ქულით გაინაღდა, სადაც მატჩის დასრულების შემდეგ სრული განუკითხაობა ხდებოდა.

სწორედ ასეთ დროს იხელთა ნეაპოლური გუნდის რამდენიმე აქტიურმა გულშემატკივარმა, რომლებმაც ფულის შოვნის საინტერესო გეგმას მიაგნეს.

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციის მიხედვით, მათ უდინეზეს სტადიონის ბალახი იმისთვის ამოთხარეს, რომ ის eBay-ზე გაეყიდათ, როგორც ისტორიული მონაპოვარი ნაპოლის საჩემპიონო დღიდან.

ამავე წყაროსგან ვიგებთ, რომ ბალახის მაქსიმალური რაოდენობა 700 ევროა, მინიმალური კი ასი ევრო გახლავთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი