ლუჩანო აურელიოზე გაბრაზდა - რა კითხვები აქვს სპალეტის ნაპოლის პრეზიდენტთან? » სპორტის ხაზი

ლუჩანო აურელიოზე გაბრაზდა - რა კითხვები აქვს სპალეტის ნაპოლის პრეზიდენტთან?

ლუჩანო აურელიოზე გაბრაზდა - რა კითხვები აქვს სპალეტის ნაპოლის პრეზიდენტთან?
6-05-2023, 18:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, სკუდეტოს მოგების შემდეგ ადგილობრივ მედიასთან კომენტარის გასაკეთებლად ნაპოლის პრეზიდენტი გამოჩნდა, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად დასძინა, რომ კვარაცხელია, ოსიმენი და სპალეტი ამ ზაფხულს არსად წავლენ.

თავის მხრივ, dello Sport-ის ინფორმაციით, ტოსკანელი სპეციალისტი აურელიო დე ლაურენტისის ამ განცხადებით არც ისე კმაყოფილი დარჩა, რადგან სპალეტის მასთან ჯერ კიდევ აქვს პასუხგაუცემელი კითხვები.

როგორც იწერება, ლუჩანოს დანამდვილებით სურს გაიგოს, აპირებს თუ არა დე ლაურენტისი ზაფხულში ტრანსფერების განხორციელებას და კლუბის მორიგ ჯერზე რეორგანიზებას. საგულისხმოა, რომ სპალეტი ნაპოლის სიღრმეების გაზრდას ითხოვს, თუმცა აურელიოს მისთვის ამაზე პასუხი ჯერ არ გაუცია.

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტის ნეაპოლურ გუნდთან დადებული კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება, თუმცა ბოლოდროინდელი ინფორმაციის მიხედვით, ის კლუბში კიდევ რამდენიმე წლით უნდა დარჩეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.