"ხვიჩამ ნაპოლის ჩემპიონობაში უდიდესი წვლილი შეიტანა" - იური სიომინი » სპორტის ხაზი

"ხვიჩამ ნაპოლის ჩემპიონობაში უდიდესი წვლილი შეიტანა" - იური სიომინი

"ხვიჩამ ნაპოლის ჩემპიონობაში უდიდესი წვლილი შეიტანა" - იური სიომინი
5-05-2023, 23:30
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლი იტალიის ჩემპიონატის გამარჯვებული 33 წლის შემდეგ პირველად გახდა, რასაც საფეხბურთო სამყაროსთვის უამრავი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის იური სიომინი, ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი დამრიგებელი:

"ეჭვგარეშეა, რომ ხვიჩამ ნაპოლის გაჩემპიონებაში უდიდესი წვლილი შეიტანა, ის ფასდაუდებელი ფეხბურთელია. ხვიჩა კვარაცხელია აღმოჩნდა მოთამაშე, რომელმაც მთელ გუნდს სული შთაბერა და ხელახლა აამუშავა."

"ისიც სათქმელია, რომ კვარაცხელიას თავისი საოცარი მონაცემების გახსნისთვისა და გამოყენებისთვის შესაბამისი გარემო დახვდა. ამ მხრივ, ნაპოლიმ მას ძალიან კარგი სამუშაო გაუწია."
- თქვა იური სიომინმა

შეგახსენებთ, რომ იური სიომინი ქართველ ფეხბურთელთან ერთად რუსეთის ჩემპიონატში, კერძოდ მოსკოვის ლოკომოტივში ყოფნისას მუშაობდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.