"ნაპოლის ჩემპიონობით ძალიან ბედნიერი ვიქნები" - მაურიციო სარი » სპორტის ხაზი

"ნაპოლის ჩემპიონობით ძალიან ბედნიერი ვიქნები" - მაურიციო სარი

"ნაპოლის ჩემპიონობით ძალიან ბედნიერი ვიქნები" - მაურიციო სარი
4-05-2023, 21:40
Aa Aa
გაზიარება:

რომის ლაციოს იტალიელმა დამრიგებელმა, მაურიციო სარიმ კომენტარი ნაპოლის ჩემპიონობის შესახებ გააკეთა:

"ისინი სკუდეტოს აუცილებლად მოიგებენ, მე კი მათ გამო ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ბავშვობაში სწორედ ნაპოლის ვქომაგობდი. ყოველთვის სიამოვნების გრძნობა მეუფლება, როდესაც ისინი იგებენ."

სხვათაშორის, სარის შეკითხვა ლაციოს შესახებაც დაუსვეს. ჟურნალისტებს აინტერესებდათ თუ რამდენად შესწევს მაურიციოს იმის ძალა, რომ სკუდეტო რომაულ გუნდთან ერთად მოიგოს:

"ანალოგიურის გაკეთება ლაციოსთან ერთად? - არ ვიცი, შეუძლებელი არაფერია, თუმცა რამდენად გავაგრძელებ ამ კლუბთან ერთად მომავალში მუშაობას, ამას დრო გვიჩვენებს." - თქვა სარიმ

ცნობისთვის, ლაციოს ამჟამინდელი დამრიგებელი ნაპოლის 2015-2018 წლებში წვრთინდა და მისი სენტიმენტები (ბავშვობის მოგონებებთან ერთად) სავსებით ლოგიკური და გასაგებია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი