"ახალი რეკორდი? - ამაზე ფიქრით გაგიჟება შეიძლება" - ერლინგ ჰოლანდი ახალი მაჩვენებლის გაუმჯობესებისკენ მიიწევს » სპორტის ხაზი

"ახალი რეკორდი? - ამაზე ფიქრით გაგიჟება შეიძლება" - ერლინგ ჰოლანდი ახალი მაჩვენებლის გაუმჯობესებისკენ მიიწევს

"ახალი რეკორდი? - ამაზე ფიქრით გაგიჟება შეიძლება" - ერლინგ ჰოლანდი ახალი მაჩვენებლის გაუმჯობესებისკენ მიიწევს
4-05-2023, 23:00
Aa Aa
გაზიარება:

პრემიერ ლიგის 28-ე ტურის შეხვედრაში (გამოტოვებული მატჩი) ზუსტად ის მოხდა, რასაც მთელი სამყარო ელოდა, - ერლინგ ჰოლანდი პრემიერ ლიგის ერთ სეზონში ყველაზე მეტი გოლის გამტანი ფეხბურთელი გახდა (35), მან ალან შირერის მაჩვენებელი ერთი გოლით გააუმჯობესა, წინ კი კიდევ რამდენიმე მატჩია.

მანჩესტერ სიტიმ ამავე ტურის თამაშში ვესტ ჰემს უმასპინძლა და მეტოქე უშანსოდ, 3:0 დაამარცხა, გატანილი გოლისა და ახალი რეკორდის შესახებ კი ერლინგ ჰოლანდს კითხვა ადგილობრივმა ჟურნალისტებმა დაუსვეს, რაზეც მან შემდეგი პასუხი გასცა:

"დიქსი დინის რეკორდი? (სადებიუტო სეზონში ყველა ტურნირზე 63 გოლი) - ახლა ამაზე ნამდვილად არ ვფიქრობ. ჩვენთვის ახლა პრიორიტეტი ლიდსია, რომელთანაც იოლი შეხვედრა ნამდვილად არ გველის, რადგან მათ მწვრთნელი გამოცვალეს."

"სიმართლე გითხრათ, ამდენ რეკორდზე და მათ გაუმჯობესებაზე მუდმივად რომ ვიფიქრო, ალბათ გავგიჟდები კიდეც. უკეთესი იქნება, რომ სახლში წყნარად წავიდე, კომპიუტერული თამაშები ვითამაშო, ძალები აღვიდგინო და უფრო ძლიერი დავბრუნდე."
- თქვა ნორვეგიელმა ფეხბურთელმა

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ სიტი ინგლისის ჩემპიონატს 79 ქულით ლიდერობს და მეორეადგილოსან არსენალს 1 ქულით უსწრებს. რაც შეეხება დინის რეკორდს, მის გასაუმჯობესებლად ჰოლანდს სეზონში კიდევ 13 გოლის გატანა მოუწევს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.