"ჯგუფი მარტომ მოგვაგებინა და მისით ეს გუნდები იყვნენ დაინტერესებულები"- ვაისმა ჩაკვეტაძე შეაქო » სპორტის ხაზი

"ჯგუფი მარტომ მოგვაგებინა და მისით ეს გუნდები იყვნენ დაინტერესებულები"- ვაისმა ჩაკვეტაძე შეაქო

"ჯგუფი მარტომ მოგვაგებინა და მისით ეს გუნდები იყვნენ დაინტერესებულები"- ვაისმა ჩაკვეტაძე შეაქო
3-05-2023, 18:11
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი ჩაკვეტაძე, ბრატისლავის "სლოვანს" ერთწლიანი იჯარით შეუერთდა. ის გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას გვერდით ითამაშებს, ხოლო გუნდს "ჯვაროსნების" ყოფილი მწვრთნელი, ვლადიმერ ვაისი, წვრთნის.

ვაისმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც სლოვაკი ჟურნალისტების წინაშე ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა.

"როცა ის 18-19 წლის იყო, ერთა ლიგაზე ჩვენი ჯგუფი მარტომ მოიგო 4 გოლით და 4 საგოლე პასით. მაშინ მივეცი მას შანსი. სამწუხაროდ, 2.5 წლის წინ მუხლზე ჯვარედინი მყესების ოპერაცია გაიკეთა და ამან შეაფერხა. ახლა ის ფიზიკურად მზადაა. ძალიან კარგი ტრანსფერი განვახორციელეთ. წარსულში მას "ჩელსი", "ბარსელონა" და "დორტმუნდი" აკვირდებოდნენ. გიორგის უზარმაზარი პოტენციალი აქვს და დარწმუნებული ვარ, თუ ჯანმრთელად იქნება, ყველას გაგვახარებს." - განაცხადა ვაისმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი