"ეს ბიჭი მეცნიერებმა აუცილებლად უნდა შეისწავლონ" - რას წერენ გულშემატკივრები ტალახაძეზე » სპორტის ხაზი

"ეს ბიჭი მეცნიერებმა აუცილებლად უნდა შეისწავლონ" - რას წერენ გულშემატკივრები ტალახაძეზე

"ეს ბიჭი მეცნიერებმა აუცილებლად უნდა შეისწავლონ" - რას წერენ გულშემატკივრები ტალახაძეზე
3-05-2023, 18:10
Aa Aa
გაზიარება:

ტალახაძის მიღწეულ წარმატებებს სოციალურ ქსელში უცხოელი გულშემატკივრები გამოეხმაურნენ და აღტაცება ვერ დამალეს, გთავაზობთ გამორჩეულ კომენტარებს:

Romano Olímpico: 'ქართველი ლაშა მეცნიერებმა უნდა შეისწავლონ. ის ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა და საერთო ჯამში, 488 კგ აწია. ახალი მსოფლიო რეკორდი +109 კგ წონით კატეგორიაში. მან 47 კილოგრამით მეტი აწია, ვიდრე ირანელმა ალი დავუდიმ.'

ibz: 'ამ ბიჭმა 215 კილოგრამი ისე აწია, როგორც მე ცარიელ ღერძს ვწევ. სიგიჟეა!'

sam smith: 'ლაშა ნამდვილი მანქანაა. მისი პირველი აწევა ოლიმპიური რეკორდი იყო, ბოლო კი მსოფლიო.'

Arad Asvandi: ' ცხოველია, თვალებს ვერ ვუჯერებ. მსოფლიო რეკორდი ატაცში - 223კგ!'

Fakta Bola: 'ქართველმა ლაშა მ 223 კგ აწია. ნეტავ რას მიირთმევს ეს ადამიანი?'

Hobart Vaai: 'ლაშა პლანეტის ყველაზე ძლიერი კაცია.'

Michael Duncan: 'მსოფლიოს ყველაზე ძლიერი მამაკაცი, უდავოდ ლაშა ა! თუ არ იცით ვინ არის - Youtube-ში მოძებნეთ.'


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი