მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა თავდამსხმელმა, არიენ რობენმა მანჩესტერ სიტის ამჟამინდელ მწვრთნელზე, პეპ გვარდიოლაზე ისაუბრა და ესპანელი სპეციალისტი შეაქო.
"გვარდიოლა ძალიან კარგად აწყობს გუნდებს, სადაც მიდის. პატივს ვცემ მის საქმეს - არ აქვს მნიშვნელობა ვის ავარჯიშებს, მისი ხელწერა მაშინვე იგრძნობდა.
მასთან ერთად გატარებული სამი წელი ჩემთვის განსაკუთრებული იყო. კარიერაში ბევრი შესანიშნავი მწვრთნელი მყავდა, მაგრამ ფეხბურთის თვალსაზრისით პეპი მათ შორის საუკეთესო იყო", - განაცხადა რობენმა.
ცნობისთვის, მიუნხენში ყოფნის პერიოდში, პეპ გვარდიოლამ შვიდი ტიტულის მოგება მოახერხა, ხოლო გერმანიის ჩემპიონობა სამჯერ იზეიმა.