"ჩვენთვის სასაცილო სიმარტივეა" - სლოვენიურ მედიაში საქართველოს, ვენესუელასა და კაბო ვერდეს დასცინიან? » სპორტის ხაზი

"ჩვენთვის სასაცილო სიმარტივეა" - სლოვენიურ მედიაში საქართველოს, ვენესუელასა და კაბო ვერდეს დასცინიან?

"ჩვენთვის სასაცილო სიმარტივეა" - სლოვენიურ მედიაში საქართველოს, ვენესუელასა და კაბო ვერდეს დასცინიან?
3-05-2023, 19:40
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, საქართველო მსოფლიოს 2023 წლის საკალათბურთო ჩემპიონატზე იასპარეზებს და ეს ჩვენთვის სადებიუტო მსოფლიოს ჩემპიონატი იქნება.

აღნიშნულ ტურნირზე ილიას ზუროსის გუნდი F ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები კაბო ვერდე, ვენესუელა და სლოვენია არიან, ეს უკანასკნელნი კი მედიაში სტატიას შემდეგი სათაურით აქვეყნებენ, - "ჩვენთვის სასაცილო სიმარტივეა":

"საქართველო, ვენესუელა და კაბო ვერდე, - დონით ისინი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ მეტოქეებს ჰგვანან, თუმცა მათ არა სატესტო მატჩებში, არამედ უშუალოდ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფში შევხვდებით."

"ალბათ, მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ, ანუ ჯგუფურ ეტაპზე ჩვენთვის უკეთესი მეტოქეები არც არსებობს, ამაში ძალიან გაგვიმართლა. ცხადია, ჯგუფური ეტაპის დაძლევის შემდეგ მეტოქეთა დონეც ავტომატურად აიწევს."
- ვკითხულობთ სლოვენიური მედიის, კერძოდ Dnevnik-ის გვერდებზე

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატი 25 აგვისტოს დაიწყება და 10 სექტემბერს დასრულდება, საქართველო კი პირველ შეხვედრას 26 აგვისტოს კაბო ვერდეს წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი