VIDEO: სთორიში ერთად არიან - რა კადრებს აქვეყნებს ლორენცო ინსინიე ხვიჩასთან ერთად? » სპორტის ხაზი

VIDEO: სთორიში ერთად არიან - რა კადრებს აქვეყნებს ლორენცო ინსინიე ხვიჩასთან ერთად?

VIDEO: სთორიში ერთად არიან - რა კადრებს აქვეყნებს ლორენცო ინსინიე ხვიჩასთან ერთად?
3-05-2023, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ ნაპოლის იტალიის ჩემპიონატის მოგებამდე ძალიან ცოტა აშორებს, მათ სკუდეტო 99.9%-ით განაღდებული აქვთ.

სწორედ ამის გამო გამოაქვეყნა ლორენცო ინსინიემ თავის ინსტაგრამ სთორიში ვიდეო, რომელშიც თავისი და ხვიჩა კვარაცხელიას გოლები ერთბაშადაა გაერთიანებული, - იხილეთ ვიდეო

როგორც ჩანს, ნაპოლის ყოფილი კაპიტანი თავისი შემცვლელით სავსებით კმაყოფილია და მას მხარდაჭერას საჯაროდ უცხადებს.

სხვათაშორის, ინსინიეს სთორი ქართველმა ფეხბურთელმა თავის გვერდზეც გადააზიარა. შესაძლოა, რომ კვარასა და ლორენცოს შორის გარკვეული კომუნიკაციაც კი შედგა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.