ვინისიუსი მთავარია - “რეალი” კვარას ტრანსფერიდან ეხსნება » სპორტის ხაზი

ვინისიუსი მთავარია - “რეალი” კვარას ტრანსფერიდან ეხსნება

ვინისიუსი მთავარია - “რეალი” კვარას ტრანსფერიდან ეხსნება
2-05-2023, 14:07
Aa Aa
გაზიარება:

როგორც ესპანური გამოცემა Okdiario.com იტყობინება, მადრიდის “რეალმა” ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე ფიქრს ამ ეტაპისათვის თავი დაანება, ვინაიდან პრიორიტეტი ვინისიუს ჯუნიორი, მისი უფრო მეტად განვითარება და წინსვლაა. ამ დროისთვის ესპანური კლუბი ჯერ-ჯერობით აღარ აპირებს ქართველი ფეხბურთელის საქმეზე მუშაობას. ზემოთაღნიშნულმა გამოცემამ ამ საკითხს სტატია მიუძღვნა:

“მადრიდის რეალი არ შეიძენს ისეთ მოთამაშეს, რომელიც შეტევის მარცხენა ფრთაზე თამაშობს. კლუბში აშკარად ხვდებიან, რომ ეს ვინისიუსის ტერიტორია. სწორედ ამის გამო გასულ წელს მათ უარი თქვეს რაფაელ ლეაუსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე, რადგან ამ შემთხვევაშიც იგივე სიტუაცია იქნება. იმის მიუხედავად, რომ ქართველს შეტევაში სამ პოზიციაზე შეუძლია თამაში, თავს ყველაზე კომფორტულად მარცხენა ფლანგზე გრძნობს, ეს კი ვინისიუსის ტერიტორია იქნება.

ამის გამო, რომ ბლანკოსი კვარაცხელიას მომავალი სეზონისთვის არ გაიფორმებს. რეალი აღიარებს ნაპოლის შემადგენლობაში მის დიდ მიღწევებს, თუმცა ვინისიუსი ხელშეუხებელია.

ანჩელოტის კლუბი მთავარ ყურადღებას ნახევარმცველსა და თავდამსხმელზე გააკეთებს, მათ თვალთახედვაში კი ნკუნკუ, ადეემი, ვლაჰოვიჩი და ოსიმენი არიან.”


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი