Video: როგორ გამოეხმაურა თორნიკე შენგელია თურქი კალათბურთელის მუქარას » სპორტის ხაზი

Video: როგორ გამოეხმაურა თორნიკე შენგელია თურქი კალათბურთელის მუქარას

Video: როგორ გამოეხმაურა თორნიკე შენგელია თურქი კალათბურთელის მუქარას
5-10-2022, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

თურქეთის ეროვნული ნაკრებისა და სტამბოლის "ფენერბაჰჩეს" კაპიტანმა, მელიჰ მაჰმუტოღლუმ ვრცელი ინტერვიუ მისცა Eurohoops-ს, სადაც ევროპის ჩემპიონატსაც შეეხო და აღნიშნა, რომ სეზონის განმავლობაში აუცილებლად ეცდება ურთიერთობის გარკვევას თორნიკე შენგელიასთან, რომელიც თბილისში მომხდარი ინციდენტის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო.

"სხვა ჯგუფებთან შედარებით, თბილისური ჯგუფი ქაღალდზე სუსტად მოსჩანდა. ცხადია, მთავარი ფავორიტად ესპანეთი იყო, მაგრამ ჩვენ გვქონდა მატჩი საქართველოსთან და როდესაც თქვენ მასპინძლებს ეთამაშებით, ეს, ყოველთვის რთულია. იმ შეხვედრაში მოხდა ამბავი, რომელიც მოედანზევე უნდა დარჩენილიყო, თუმცა, სამწუხაროდ, გაგრძელება დერეფანში მოჰყვა. ქართველებმა შინ ყოფნა გამოიყენეს, თუმცა უნდა ვთქვა, ამან ჩვენზე დადებითად იმოქმედა. ჩვენ თურქები ვართ, როდესაც წინააღმდეგობას ვაწყდებით, უფრო მეტად ერთიანები ვხდებით.

შეხვედრის შემდეგ, შენგელია არ მინახავს. მასთან კარგი ურთიერთობა მქონდა, თუმცა როდესაც ამ ამბის შესახებ შევიტყვე გავოგნდი და მინდა ვაღიარო, რომ თორნიკესგან ამას არ ველოდი. გაურკვეველია რატომ გადაწყვიტა დაძაბულობის დერეფანში გადატანა, თან თვითონ ტრავმირებული იყო. ჩემი აზრით, ამისთვის ჯარიმას იმსახურებს.

მაშინვე ვთქვი და ახლაც ვამბობ: სეზონი გრძელია და ისევ შევხვდებით. ვნახავთ, შენგელია გაბედავს თუ არა გააკეთოს იგივე რაც საქართველოში, სადმე სხვა ადგილას. არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქალაქი თუ ქვეყანა იქნება. რაც საჭირო იქნება, მაშინ გავაკეთებთ"
- განაცხადა თურქმა კალათბურთელმა.

Video: როგორ გამოეხმაურა თორნიკე შენგელია თურქი კალათბურთელის მუქარას




ამ ინტერვიუს სოციალურ ქსელში ქართველი კალათბურთელი, თორნიკე შენგელია გამოეხმაურა :


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი