მამარდაშვილმა “ვალენსიაში” ამ მაჩვენებელს მიაღწია - ქართველი ისტორიაში შევიდა » სპორტის ხაზი

მამარდაშვილმა “ვალენსიაში” ამ მაჩვენებელს მიაღწია - ქართველი ისტორიაში შევიდა

მამარდაშვილმა “ვალენსიაში” ამ მაჩვენებელს მიაღწია - ქართველი ისტორიაში შევიდა
2-05-2023, 11:52
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიას” ისტორიაში შევიდა. მას “ღამურების” მაისურით უკვე 50 შეხვედრა აქვს ჩატარებული. ამ მაჩვენებლით იგი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მეკარე, ვისაც “ვალენსიაში” 50 მატჩიან ნიშნულს მიაღწია.

ესპანური კლუბის 102 წლიანი არსებობის ისტორიაში მინიმუმ 50 შეხვედრას მხოლოდ 22-მა მეკარემ მიაღწია. აქამდე იგნასიო ეისაგირე იყო ყველაზე ახალგაზრდა მეკარე, ვისაც მინიმუმ 50 შეხვედრა ჰქონდა ჩატარებული 23 წლის, 2 თვისა და 9 დღის ასაკში. გიორგიმ ეს შედეგი კი 22 წლის 8 თვისა და 1 დღის ასაკში დააფიქსირა.

ამ დროისთვის “ვალენსია” ესპანეთის ჩემპიონატში 33 ქულით მე-16 პოზიციას იკავებს და გასავარდნ ზონასთან ახლოს იმყოფება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი