"ტურნირზე ტერორისტების დაშვება ნონსენსია" - დარია ბილოდიდი რუს ძიუდოისტებზე » სპორტის ხაზი

"ტურნირზე ტერორისტების დაშვება ნონსენსია" - დარია ბილოდიდი რუს ძიუდოისტებზე

"ტურნირზე ტერორისტების დაშვება ნონსენსია" - დარია ბილოდიდი რუს ძიუდოისტებზე
2-05-2023, 23:30
Aa Aa
გაზიარება:

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ თავის ორგანიზებულ ტურნირებზე რუს და ბელორუსიელ სპორტსმენებს მწვანე შუქი აუნთო, რაც უკრაინელებმა მწვავედ გააპროტესტეს.

აღსანიშნავია, რომ ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად ცნობილმა უკრაინელმა ძიუდოისტმა, დარია ბილოდიდმა სოციალურ ქსელში ამ ყველაფრის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა:

"ერთ კვირაში ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება, სადაც მონაწილეობის მიღებას ჩვენც ვაპირებდით. სამწუხაროდ, რეგისტრაციის ბოლო დღეს რუსების განცხადებებიც გამოჩნდა, თანაც იმ რუსების, რომელთა ძიუდოისტებსაც მათ სამხედრო სამსახურებთან კონტრაქტები აქვთ დადებული."

"რეალურად, ისინი აპირებენ, რომ ტურნირზე ტერორისტული ქვეყნის სამხედრო პერსონალი დაუშვან, რაც სრული სიგიჟე და ნონსენსია. ამ ტერორისტული ქვეყნის წარმომადგენლები მშვიდობიან უკრაინელებს ყოველდღე კლავენ."
- წერს დარია ბილოდიდი

შეგახსენებთ, რომ ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი 7-14 მაისს კატარში გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი