"მარადიშვილი მოქალაქეობას იცვლის?" - მოსკოვის ლოკომოტივის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე » სპორტის ხაზი

"მარადიშვილი მოქალაქეობას იცვლის?" - მოსკოვის ლოკომოტივის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე

"მარადიშვილი მოქალაქეობას იცვლის?" - მოსკოვის ლოკომოტივის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე
1-05-2023, 20:15
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთხელ დაიწერა იმის შესახებ, რომ მოსკოვის ლოკომოტივის ფეხბურთელი, კერძოდ კონსტანტინე მარადიშვილი საქართველოს მოქალაქეობის მიღებას აპირებს.

ამის შესახებ ლოკომოტივის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, იგორ ნაგორნიხმა ისაუბრა და ყველანაირი ჭორი გაფანტა:

"ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან არანაირი წინადადება არ მიგვიღია, კონსტანტინე მოქალაქეობის შეცვლას არ აპირებს."

"თავად როგორც ვიცი, რუსეთის მოქალაქედ დარჩენა თავად ფეხბურთელსა და მის მამას სურთ, მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია."
- თქვა ნაგორნიხმა

ცნობისთვის, კონსტანტინე მარადიშვილმა რუსეთის ჩემპიონატში ამ სეზონში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი მიითვალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი