"კლოპის ინსტრუქციების არაფერი მესმის" - დარვინ ნუნიესი » სპორტის ხაზი

"კლოპის ინსტრუქციების არაფერი მესმის" - დარვინ ნუნიესი

"კლოპის ინსტრუქციების არაფერი მესმის" - დარვინ ნუნიესი
5-10-2022, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, "ჩემპიონთა ლიგის" ეგიდით იურგენ კლოპის გუნდმა "რეინჯერსს" უმასპინძლა და 2:0 მოიგო, მერსესაიდელთა მხრიდან გოლები ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა და მოჰამედ სალაჰმა გაიტანეს.

აღსანიშნავია, რომ იურგენ კლოპმა სასტარტო თერთმეტეულში დარვინ ნუნიესი დააყენა, რომელსაც საწყის შემადგენლობაში გარანტირებული ადგილი ნამდვილად არ აქვს, რასაც მისი ბოლოდროინდელი სათამაშო პრაქტიკა ადასტურებს. საინტერესოა ESPN Colombia-ს მხრიდან გავრცელებული კომენტარი, რომელიც ურუგვაელმა მატჩის შემდეგ გააკეთა:

"სიმართლე გითხრათ, როდესაც კლოპი საუბრობს, მე მისი არაფერი მესმის, რის გამოც დახმარებას თანაგუნდელებს ვთხოვ. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ კლოპს თავისი თამაში ბოლომდე გათვიცნობიერებული აქვს. ის გვთხოვს, რომ ყველაფერი გავამარტივოთ, თამაშის არ შეგვეშინდეს და თავდაჯერებულები ვიყოთ, ხოლო როდესაც ბურთს დავკარგავთ, კლოპს სურს, რომ ის პრესინგით მალევე დავიბრუნოთ. ეს ისაა, რასაც იურგენი ყოველთვის ითხოვს".

ნუნიესი საუბარს განაგრძობს: "ხანდახან თავდაჯერება მაკლია და დაბნეული ვარ, თუმცა, ვფიქრობ, რომ ვარჯიშებთან და თამაშებთან ერთად საკუთარ თავს უფრო მეტად ვიწამებ, რაშიც კლოპი მუდმივად მეხმარება. გარდა ამისა, გუნდში არიან მწვრთნელები, რომლებიც პორტუგალიურად საუბრობენ და ყველაფერს ზუსტად მიხსნიან. ასევე, იმედი ჩემი თანაგუნდელებისაც მაქვს, რომლებიც მხარს ყოველთვის მიჭერენ, მე კი მათთან საუბრისას ვმშიდდები", - დარვინ ნუნიესი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი