"სცენარის შეცვლასთან ერთ ნაბიჯში იყო" - უცხოური პრესა ხვიჩას ასე აფასებს » სპორტის ხაზი

"სცენარის შეცვლასთან ერთ ნაბიჯში იყო" - უცხოური პრესა ხვიჩას ასე აფასებს

"სცენარის შეცვლასთან ერთ ნაბიჯში იყო" - უცხოური პრესა ხვიჩას ასე აფასებს
30-04-2023, 21:40
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ჩემპიონატის 32-ე ტურის შეხვედრაში ნაპოლიმ სალერნიტანას უმასპინძლა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

თითქოს ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ ნეაპოლელებს მინიმალური სხვაობით უნდა მოეგოთ, თუმცა მატჩის ბოლოსკენ სალერნიტანას გამორჩეულმა ფეხბურთელმა, კერძოდ დიამ შესანიშნავად ითამაშა და მარცხენა ფეხით ულამაზესი გოლი გაიტანა. საბოლოოდ, სპალეტის გუნდმა ქულა აიღო, რის გამოც მათი საჩემპიონო ზეიმი მინიმუმ ერთი ტურით გადაიდო.

საგულისხმოა, რომ ამ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც 7.0 სარეიტინგო ქულა მიიღო. გარდა ციფრებისა, ქართველი ვინგერი ვერბალურადაც შეფასდა:

"მატჩის სცენარისა და სურათის შეცვლა შეეძლო, ამასთან ერთ ნაბიჯში იყო მაშინ, როდესაც ოჩოას კარის მიმართულებით მარცხენათი ურტყამდა, თუმცა გოლის გატანამდე ძალიან ცოტა დააკლდა." - Eurosport

"ხვიჩა კვარაცხელია არც ისე ცუდად გამოიყურებოდა და ერთადერთი ადამიანი, ვინც ქართველს გოლის გატანაში ხელი შეუშალა, ეს სალერნიტანას მეკარეა." - Calcionapoli

"მასთან მუდმივად 2-3 კაცია, თავისუფალი არასდროსაა და ასეთი წნეხის მიუხედავად, ბურთს მაინც მოფერებით ეპყრობა. ხვიჩას გოლის გატანა შეეძლო, ის ნაპოლის დამსახურებული ვარსკვლავი და ლიდერია." - Tuttomercatoweb

"ხვიჩა კვარაცხელიას ყოველთვის რამდენიმე კაცი იყვანს, რასაც უკვე შევეჩვიეთ. მიუხედავად ამისა, მათთან გამკლავების შემდეგ ქართველს ყოველთვის შეუძლია, რომ რაღაც ახალი და განსაკუთრებული შექმნას." - Calciomercato

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი მომდევნო შეხვედრას სერია A-ში 5 მაისს გასვლაზე გამართავს, მეტოქე კი უდინეზე იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი