სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა, რომელსაც ფილიპინების დედაქალაქმა მანილამ, Araneta Coliseum-მა უმასპინძლა.
აღნიშნულ ტურნირზე საქართველოს ნაკრები პირველად მიიღებს მონაწილეობას და ეს ჩვენთვის ნამდვილად ისტორიული მოვლენაა. 32 გუნდი 8 ჯგუფან გადანაწილდა, თითო ჯგუფში ოთხ-ოთხი ნაკრები იასპარეზებს.
საქართველოს ეროვნული ნაკრები შემდეგ ჯგუფში ითამაშებს:
1.სლოვენია
2. კაპო ვერდე
3.საქართველო
4.ვენესუელა