"ლუჩანო ახლოს გავიცანი და ამას მივხვდი" - იტალიელი ჟურნალისტი » სპორტის ხაზი

"ლუჩანო ახლოს გავიცანი და ამას მივხვდი" - იტალიელი ჟურნალისტი

"ლუჩანო ახლოს გავიცანი და ამას მივხვდი" - იტალიელი ჟურნალისტი
1-05-2023, 23:30
Aa Aa
გაზიარება:

ლუჩანო სპალეტის შესახებ იტალიელმა სპორტულმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო ბიასინიმ ისაუბრა, რომელმაც 64 წლის სპეციალისტი თბილ ადამიანად დაახასიათა:

"ის ახლოს გავიცანი და დავასკვენი, რომ საკმაოდ კეთილი და თავაზიანი ადამიანია. ბევრი ამბობს, რომ ლუჩანო უხეშია და სიმკაცრეს ზედმეტი დოზით ავლენს, თუმცა ყველა ეს მსჯელობა სიცრუეა და მეტი არაფერი."

"ჩვენ ბევრ სხვადასხვა თემაზე ვიმსჯელეთ, მხოლოდ ფეხბურთზე არ გვილაპარაკია. ის საკმაოდ განათლებულია და ბევრ საკითხზე შეუძლია საუბარი."
- თქვა ჟურნალისტმა

შეგახსენებთ, რომ სპალეტის ნაპოლი მომდევნო თამაშს სერია A-ში 5 მაისს უდინეზეს წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.