გუშინ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთს "აიაქსი" და "ნაპოლი" დაუპირისპირდნენ, სადაც ნეაპოლელებმა გამანადგურებელი ანგარიშით 1-6 იმარჯვეს.
აღსანიშნავია, რომ თავისი პირველი ჩემპიონთა ლიგური გოლის გატანა ქართველმა ფეხბრუთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამაც მოახერხა. ამის შესახებ, 21 წლის შემტევმა "აიაქსთან" მატჩის შემდეგ, მედიასთან ისაუბრა და განაცხადა:
"აიაქსს საუკეთესო თამაში არ ჰქონია, მაგრამ ძალიან კარგი გუნდია, შესანიშნავი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული. ისინი ბრძოლას აუცილებლად გააგრძელებენ, მე კი მათ წარმატებას ვუსურვებ!
ვფიქრობ, ოცნებები სრულდება, რადგან ახლა ჩემპიონთა ლიგაზე ვთამაშობ და დღეს გოლიც გავიტანე. ძალიან ბედნიერი ვარ, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ გუნდმა გაიმარჯვა" - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ