"მელოტი განავალი ხარ, ცოცხლად შეგჭამ" - სპალეტის ალეგრის ასისტენტმა აგინა » სპორტის ხაზი

"მელოტი განავალი ხარ, ცოცხლად შეგჭამ" - სპალეტის ალეგრის ასისტენტმა აგინა

"მელოტი განავალი ხარ, ცოცხლად შეგჭამ" - სპალეტის ალეგრის ასისტენტმა აგინა
25-04-2023, 21:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, იტალიის ჩემპიონატის 31-ე ტურის შეხვედრაში ტურინის იუვენტუსმა ნაპოლის უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 0:1 ბოლო წუთებზე დამარცხდა.

ამ შეხვედრაში არაერთი მომენტი იყო ისეთი, რომელთა გამოც იუვენტუსის წარმომადგენლები, მათ შორის მისი დამრიგებელი და ალეგრის ასისტენტი გაღიზიანდნენ. როგორც შემდეგში გაირკვა, მასიმილიანოს დამხმარემ, მარკო ლანდუჩიმ მსაჯებს შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი სპალეტის მიუბრუნდა და ეს უთხრა:

"მელოტი განავალი ხარ, ცოცხლად შეგჭამ", - წერია მატჩზე მყოფ დელეგატთა დასკვნაში. აღსანიშნავია, რომ ამ დროს სპალეტი გასახდელისკენ მიდიოდა და კონფლიქტში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია.

სათქმელია ისიც, რომ იუვეს მხარდამჭერები იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, გაბრიელე გრავინისაც აგინებდნენ, რის გამოც კლუბის წინააღმდეგ ეს საქმე იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სპორტულ სასამართლოში განიხილება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი