ალეგრი: “ნაპოლი დამსახურებული ჩემპიონია” » სპორტის ხაზი

ალეგრი: “ნაპოლი დამსახურებული ჩემპიონია”

ალეგრი: “ნაპოლი დამსახურებული ჩემპიონია”
24-04-2023, 12:30
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის სერია A-ს 31-ე ტურის ცენტრალურ მატჩში “ნაპოლი” ტურინის “იუვენტუსს” ესტუმრა და ბოლო წუთებზე ჯაკომო რასპადორის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით იმარჯვა. “პარტენოპეი” ჩემპიონობას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ შეხვედრა შეაფასა და დასძინა, რომ “ნაპოლი” სკუდეტოს დამსახურებულად მოიგებს.

“ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ შეხვედრაში დავმარცხდით. მატჩით უკმაყოფილო არ ვარ, მაგრამ გაშვებული გოლის მომენტში რაღაცნაირად გავჩერდით და ქათმებივით ვითამაშეთ. ახლა ოთხშაბათს გასამართ მატჩზე უნდა ვკონცერტრირდეთ. მსაჯების გადაწყვეტილებას ვერ შევცვლით და ამაზე აღარც უნდა ვიდარდოთ. ნაპოლი კი ჩემპიონი დამსახურებულად ხდება, ძლიერი გუნდი ჰყავს” - განაცხადა “ბებერი ქალბატონის” დამრიგებელმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი