როგორც იტალიური მედია იტყობინება, ტურინია “იუვენტუსის” თავდამსხმელის, დუშან ვლაჰოვიჩის მიმართ ინტერესი ამჯერად მიუნხენის “ბაიერნმა”გამოთქვა.
ნიკოლო სკირას თქმით “რეკორდმაისტერების”პრიორიტეტული სამიზნე ვიქტორ ოსიმენია, მაგრამ ნიგერიელი ფორვარდის მაღალი სატრანსფერო ფასის გამო გერმანელები ალტერნატიულ ვარიანტებს ეძებენ.
ამავე წყაროს ინფორმაციით, “ბებერი ქალბატონი” სერბი ფეხბურთელის გაყიდვას არ აპირებს, თუმცა თუ გუნდის დატოვების სურვილი თავად შავ-თეთრმა ამჟამინდელმ ცხრიანმა გამოთქვა, ტურინული გრანდი მის სანაცვლოდ 90 მილიონ ევროს მოითხოვს.