ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე მიუნხენის ბაიერნმა მანჩესტერ სიტი ვერც განმეორებით შეხვედრაში, საკუთარ მოედანზე დაამარცხა და ორი მატჩის ჯამში (1:4) ვერ მოგებული შეხვედრების გამო ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ოლივერ კანმა ჟურნალისტებთან საუბრისას გამოკვეთილი ფორვარდის პრობლემაზე ისაუბრა და რობერტ ლევანდოვსკიც გაიხსენა.
"დღეს ერთი რამ ნათლად დავინახეთ - სამწუხაროა, რომ ლევანდოვსკი ჩვენთან არ თამაშობს, მისი მსგავსი 9 ნომერი ბევრი არ არის", - აღნიშნა კანმა.