"ანგარიში რომ ჩვენ გაგვეხსნა, სულ სხვა თამაში იქნებოდა", - კანის კომენტარი სიტისთან მატჩის შემდეგ » სპორტის ხაზი

"ანგარიში რომ ჩვენ გაგვეხსნა, სულ სხვა თამაში იქნებოდა", - კანის კომენტარი სიტისთან მატჩის შემდეგ

"ანგარიში რომ ჩვენ გაგვეხსნა, სულ სხვა თამაში იქნებოდა", - კანის კომენტარი სიტისთან მატჩის შემდეგ
20-04-2023, 01:37
Aa Aa
გაზიარება:

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე მიუნხენის ბაიერნმა მანჩესტერ სიტი ვერც განმეორებით შეხვედრაში, საკუთარ მოედანზე დაამარცხა და ორი მატჩის ჯამში (1:4) ვერ მოგებული შეხვედრების გამო ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ბაიერნის გენერალურმა დირექტორმა ოლივერ კანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნულ შეხვედრაზე გააკეთა კომენტარი.

"საერთო ჯამში, ეს იყო ძლიერი თამაში - ანგარიში რომ ჩვენ გაგვეხსნა, უფრო თავდაჯერებულები გავხდებოდით და სიტისთვის საქმე უფრო გართულდებოდა, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. მოედანზე ბალანსირებულად მოვქმედებდით, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა", - თქვა კანმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი