"მოედანზე მისი ყველა გადაწყვეტილება კარგია" - შოთა არველაძე "აიაქსს" მიმართავს » სპორტის ხაზი

"მოედანზე მისი ყველა გადაწყვეტილება კარგია" - შოთა არველაძე "აიაქსს" მიმართავს

"მოედანზე მისი ყველა გადაწყვეტილება კარგია" - შოთა არველაძე "აიაქსს" მიმართავს
4-10-2022, 19:10
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთს "აიაქსი" და "ნაპოლი" დაუპირისპირდებიან. მეტოქე ფეხბურთელებს შორის ნიდერლანდელების განსაკუთრებულ ყურადღებას 21 წლის ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია იქცევს, ამიტომ შოთა არველაძე თავის ყოფილ კლუბს აფრთხილებს.

"ხვიჩას კლასი აქვს. ის არის მაღალი, ძლიერი, ორივე ფეხს თამაშობს და ძალიან საშიშია. მიმაჩნია, რომ ის განსაკუთრებულად კარგად მუშაობს როგორც პატარა, ისე დიდ სივრცეებში. მოედანზე მისი ყველა გადაწყვეტილება კარგია. არ მახსოვს ერთი არასწორი არჩევანიც კი. აიაქსი მცველები უნდა შეეცადონ, რომ კვარაცხელიამ ბურთი არ მიიღოს და ერთი ერთზე არ წავიდეს." - განაცხადა ქართველმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ კვარაცხელიას მონაგარი ჩემპიონთა ლიგაზე 2 მატჩში შესრულებული ერთი საგოლე გადაცემაა. ამიტომ, ქართველი დღეს დიდი ალბათობით ყველაფერს გააკეთებს თავისი პირველი ჩემპიონთა ლიგური გოლის გასატანად.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.