“მილანელებმა გალიაში გამოკეტეს” - მედია კვარას თამაშს გამოეხმაურა » სპორტის ხაზი

“მილანელებმა გალიაში გამოკეტეს” - მედია კვარას თამაშს გამოეხმაურა

“მილანელებმა გალიაში გამოკეტეს” - მედია კვარას თამაშს გამოეხმაურა
19-04-2023, 12:30
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ “ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგას მეოთხედფინალური ეტაპიდან დაემშვიდობა. ორი შეხვედრის ჯამში “მილანმა” ანგარიშით 2-1 იმარჯვა. გუშინდელ მატჩი მიუხედავად ბევრი მცდელობისა, ხვიჩა კვარაცხელიამ გოლის გატანა ვერ მოახერხა, მაიკ მენიომ მას თერთმეტმეტრიანი აუღო.

შეხვედრის შემდეგ მედია ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს გამოეხმაურა:

Calcio Napoli 1926 - “ბოლო იმედის თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, მისგან მუდამ მეტს ველოდებით, კალაბრიას ვერაფერი მოუხერხა.”

Corriere dello Sport - “ორი-სამი კაცი თავს ეხვია, მათ ვერ ცდებოდა, მაგრამ როცა ეს შეძლო, ხიფათი შექმნა, განსაკუთრებით, მეორე ნახევარში. გუნდს მუხტავდა, მაგრამ გაცუდებული მომენტით ნაპოლის იმედი დაუკარგა.”

Eurosport - “კვარაცხელიას ნაპოლის მარცხის მთელი სიმძიმე ედო. ბევრს ეცადა, მაგრამ მილანის მცველებმა გალიაში გამოკეტეს.”


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი