ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე მილანმა ნაპოლი ორივე მატჩის ჯამში 2:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, რითაც ხვიჩა კვარაცხელიასთვის მიმდინარე სეზონში ამ ტურნირზე ასპარეზობა დასრულებულია.
ქართველმა შემტევმა მოედანზე 90 წუთი გაატარა და მთელი მატჩის განმავლობაში აქტიური იყო, თუმცა, ხვიჩას სხვაობას შემცირების კარგი შანსი 82-ე წუთზე ჰქონდა, მაგრამ ახალგაზრდა შემტევმა პენალტი ვერ გამოიყენა.
მატჩის დასრულების შემდეგ, პირველი კომენტარი ქართველმა შემტევმა სოციალური ქსელის საშუალებით გააკეთა.
"რთულია როცა ვხედავ ცრემლებს თქვენს თვალებზე და თქვენთვის ბედნიერება ვერ მომაქვს. ყველანაირად ვეცდები დღევანდელი დღე გამოცდილებად მივიღო.
ბოდიში და მადლობა იმ მხარდაჭერისთვის რომელსაც ყოველ წამს ვგრძნობ ! მიყვარხართ და დავბრუნდებით უფრო ძლიერები. წინ ბევრი მატჩია, ოცნება გრძელდება", - წერს ხვიჩა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, whoscored.com-ის ვერსიით, ხვიჩა კვარაცხელიამ საკუთარ გუნდში ყველაზე მაღალი (7.8) ქულა დაიმსახურა, რაც შეეხება შეხვედრის საუკეთესო მოთამაშეს, ამავე გამოცემის მიხედვით ეს ტიტული მილანელთა კარის დარაჯს, მაიკ მენიოს ერგო - 8.4 ქულა.